“ანექოური კამერა”, ოთახი, რომელშიც საკუთარი სისხლის მიმოქცევის ხმასაც კი გაიგებთ

მსოფლიოში ყველაზე წყნარი ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინესოტის შტატში, ქალაქ მინეაპოლისში მდებარეობს.

ეს არის ორფილდის ლაბორატორიის აკუსტიკური კამერა (Orfield Laboratories Anechoic Chamber), სადაც ხმაურის დონე 9.4 დეციბელს აღწევს, რაც ადამიანის სმენის ზღურბლსაც კი აჭარბებს.

ლაბორატორია შექმნილია სპეციალური აკუსტიკური იზოლაციის ტექნოლოგიით, რომელიც მთლიანად შთანთქავს როგორც გარედან შემოსულ ხმებს, ისე შიგნით წარმოქმნილ ხმაურსაც.

კამერას NASA და სხვა ინჟინერული კომპანიები მოწყობილობების, სენსორებისა და ხმაურის კონტროლის სისტემების ტესტირებისთვის იყენებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტორების უმეტესობა 10–30 წუთში ტოვებს კამერას, რადგან აბსოლუტური სიჩუმე იწვევს დეზორიენტაციას-გარე ხმაურის გარეშე, სხეული კარგავს ორიენტაციას, ასეთ პირობებში ადამიანს შეუძლია საკუთარი სხეულის შიგნით წარმოქმნილი ხმების მოსმენა, კამერაში მყოფებს შეუძლიათ გაიგონ საკუთარი გულისცემის, ფილტვების მუშაობის, სისხლის დინების და სახსრების ხმაც კი.

ლაბორატორიის დამფუძნებელი, სტივენ ორფილდი, ამბობს: ანექოურ კამერაში თქვენ თავად ხმა ხდებით.

ტურისთვის კამერაში შესვლა საათში 600 დოლარი ღირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები