ვლადიკავკაზში რელიგიური დევნის ნიშნით 26 წლის ქალი დააკავეს

ჩრდილოეთ ოსეთში სამართალდამცველებმა იეჰოვას მოწმეების 26 წლის მიმდევარი, საბინა ალბეგოვა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი SOVA Center-ი ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, 2024 წლის იანვარში ქალი მონაწილეობდა ორგანიზაციის შეხვედრებში, სადაც, გამომძიებლების თქმით, მან გააკეთა განცხადებები, რომლებიც „მიზანმიმართულად მიმართული იყო სიძულვილისა და მტრობის გაღვივებისაკენ, ასევე ადამიანის ღირსების შელახვისკენ, მისი რელიგიური კუთვნილების საფუძველზე“.

მედიის თანახმად, ალბეგოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2 მუხლის საფუძველზე აღიძრა, რომელიც „ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობას“ გულისხმობს.

როგორც ცნობილია, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია რუსეთში 2017 წელს ექსტრემისტულად გამოცხადდა და მისი საქმიანობა აკრძალულია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებული წინასწარი პატიმრობით იზოლატორში გადაიყვანეს. უფლებადამცველების შეფასებით, საქმე რელიგიური დევნის ნიშნებს ატარებს და იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ რეპრესიული კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს.

SOVA Center-ის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონში იეჰოვას მოწმეების მიმდევართა რამდენიმე ოჯახში ჩხრეკა ჩატარდა და რამდენიმე მათგანი დაკითხვაზეც დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები