რატი იონათამიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქვეყნის დაზიანება იყო, მოვიდა დრო, პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქვეყნის დაზიანება იყო, მოვიდა დრო, პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულებზე,“– ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მსოფლიოში ისეთ პოლიტიკურ პარტიას იშვიათად ნახავთ, რომელსაც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ამდენი მავნებლობა ჰქონდეს ჩადენილი, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა მისი დაფუძნების დღიდან. მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში იყვნენ თუ ხელისუფლებაში, მათი მიზანი ქვეყნის დაზიანება იყო. მოვიდა დრო, პასუხი აგონ იმ დანაშაულებზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის წინაშე აქვთ ჩადენილი. ამის არგუმენტები ძალიან მყარია, მით უმეტეს, ერთი კონკრეტული პარტიისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.