აშშ-მა და იაპონიამ იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ტოკიოში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ იშვიათი წიაღისეულების და კრიტიკული მინერალების მიწოდების უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
შეთანხმების მიზანია, მიწოდების ჯაჭვების გამყარება, ბაზრების დივერსიფიკაცია და ინვესტიციების ხელშეწყობა, რათა შემცირდეს დამოკიდებულება ჩინეთის ბაზარზე, რომელიც ამჟამად იშვიათი წიაღისეულების გადამუშავების გლობალური ბაზრის დაახლოებით 90%-ს აკონტროლებს.
აშშ-ის თქმით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ელექტრომობილების, ნახევარგამტარებისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების წარმოების სტაბილურობას, რომელთა ფუნქციონირებაც ამ მინერალებზეა დამოკიდებული.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტაკაიჩიმ აღნიშნა, რომ შეთანხმება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით“ და რომ ტოკიო მზად არის, ამერიკულ კომპანიებთან ერთად განავითაროს გადამამუშავებელი და სამთო ინფრასტრუქტურა აზიასა და წყნარ ოკეანეში.
ვაშინგტონის განცხადებით, შეთანხმება ასევე მოიცავს ერთობლივი ინვესტიციური ფონდის შექმნას, რომელიც დაეხმარება ახალ ტექნოლოგიებს იშვიათი მეტალების გადამუშავების სფეროში.
როგორც მედია აღნიშნავს, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შეთანხმება წარმოადგენს პასუხს მზარდ კონკურენციაზე გლობალურ ბაზრებზე და აშშ–იაპონიის პარტნიორობის გაღრმავებას ეკონომიკურ და სტრატეგიულ მიმართულებებში.