24 ოქტომბერი
10:20
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
“საქართველოს ბანკის” სათაო ოფისში, “საქართველოს ბანკის” 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური დაესწრება. მისამართი: გაგარინის 29 ა, შესასვლელი სანაპიროს მხრიდან.
11:00
მთაწმიდის პლატოზე, ლაუნჯ ბარში „ფუნიკულიორი“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
11:00
“მწვანეთა მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარეები ნინო ჩხობაძე და რუსუდან სიმონიძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: მუხაძის ქ. №16
11:00
“პირველ პრესკლუბში” ექპერტი ნიკა ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ბრიფინგს გამართავს. თემა: უკანონო მოსმენები, დაპირისპირება ადიგენის რაიონში-მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, უშიშროების საბჭოს სამუშაო ფორმატი.
11:30
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პიკასოს კლუბი“, არჩილ ხრაბედია და თამარ ბაგრატიონი ბრიფინგს გამართავენ. თემა: სასომხეთის საელჩოსთან დაგეგმილი და ჩაშლილი აქცია.
12:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “რატომ არ ანაზღაურებს ქართული ტოტალიზატორები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მოგებულ სოლიდურ თანხებს და რა კონტროლის მექანიზმები რჩება სახელმწიფოს?!“ მისამართი: წერეთლის გამზ. №116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
12:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “საზოგადოებრივი მოძრაობა” სახელმწიფოსგან დაზარალებულთა სოლიდარობის წარმომადგენლები რამაზ ღვალაძე, ლევან ჩაჩუა და ზაალ ჟვანია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ.
12:00
NEW
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეები“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტ-პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ბრიფინგს გამართავს. თემა: დაპირისპირება ადიგენის რაიონში-მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, ჟურნალისტზე თავდასხმის მეორე ფაქტი, უშიშროების საბჭოს სამუშაო ფორმატი.
12:30
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” გრიგოლ გაგნიძე, “ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” ალეკო ახალკაცი, “მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ცენტრი” მამუკა ტუსკაძე, მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი“ დავით სალია და დავით ფერაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: განათლების სამინისტროს გაწეული ხარჯები ხელფასებსა და პრემიებზე.
13:00
NEW
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616
13:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ნოდარ ნათაძე და თენგიზ დიხამინჯია რუსეთ-აფხაზეთის საკითხზე განცხადებას გააკეთებენ. თემა: კონსტიტუციური საკითხები აფხაზეთთან მიმართებაში.
14:00
ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამი კომისიის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
14:00
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში, მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ცხოვრება გრძელდება“ გაიმართება.
18:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გირესუნის უნივერსიტეტისა (თურქეთი) და თსუ-ს ხალხური ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით, თურქულ-ქართული ხალხური ცეკვების კონცერტი გაიმართება.
20:00
ბრიტანეთის საელჩოში, ბრისტოლის მერის და თბილისი-ბრისტოლის ასოციაციის წევრების პატივსაცემად, მიღება გაიმართება.