“თანხები, როგორც წესი, სხვა სახელით, მაგრამ სხვა მიზნით შემოდის; ლამაზი სიტყვებისა და პროექტების მიღმა, ეს ფული ტრიალებს ხოლმე პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც საქართველოს კანონმდებლობისთვის გვერდის ავლაა” – მახაშვილი

“თანხები, როგორც წესი, სხვა სახელით, მაგრამ სხვა მიზნით შემოდის. ლამაზი სიტყვებისა და პროექტების მიღმა, როგორც წესი, ფული ტრიალებს ხოლმე პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს არის ერთგვარი გვერდის ავლა საქართველოს კანონმდებლობისთვის”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.

კერძოდ, დეპუტატი გამოეხმაურა „იმედის კვირის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმად, ქართული „ფარას“ გვერდის ავლით ევროკომისიიდან საქართველოში 868 990 ევრო გადმოირიცხა.

„წამების მსხვერპლებზე რომ არ დახარჯულა ეს თანხა, მე მგონი, ყველა ხედავს და გრძნობს. დიდი ალბათობით, ეს თანხა, ისევე როგორც წარსულ შემთხვევაში, დაიხარჯა ისეთი პოლიტიკური აქტივობისთვის, რომელიც არ არის კანონით დაშვებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკურ საქმიანობის გარედან, უცხოეთიდან დაფინანსება აკრძალულია“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები