ირაკლი ქადაგიშვილი: პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი ანტიკონსტიტუციური არ არის
,,პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თუ აკრძალავს, შესაძლებლობა არ იყოს, იმავე პირებმა ახალი პარტია დააარსონ დასახელების შეცვლით”,- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, პარტიების აკრძალვაზე კანონი კონსტიტუციურია.
„პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი ანტიკონსტიტუციური არ არის, ეს კანონი საქართველოში ადრეც მოქმედებდა, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. კანონი გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თუ აკრძალავს, შესაძლებლობა არ იყოს, იმავე პირებმა ახალი პარტია დააარსონ სახეშეცვლილი სახით, ანუ აკრძალული პოლიტიკური პარტიის ხელახლა რეგისტრაცია რომ არ მოხდეს. ეს დარეგულირებული არ იყო და, რა თქმა უნდა, მიღებული კანონი კონსტიტუციურია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.