ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ თავისი რადიკალიზმით, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ხალხში ნდობა დაკარგა

,,ოპოზიციამ თავისი რადიკალიზმით, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ხალხში ნდობა დაკარგა და ახლა მათ შორის დაპირისპირებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციამ ეს დღის წესრიგი თავად შექმნა.

„საქართველოში მთავრობის ცვლილების საკითხი 2028 წლის შემდეგ იქნება განხილული. მანამდე კონსულტაციები და მიტინგები ჩაატარონ, თუ რას მიაღწევენ 2028 წელს. იცოდნენ, კონსტიტუციაში მთავრობის ცვლილების ვადები როგორ არის. რაც შეეხება საკითხს, რომ ოპოზიციის შიგნით ერთობა არ არსებობს, ოპოზიციამ თავისი რადიკალიზმით, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ხალხში ნდობა დაკარგა და ახლა მათ შორის დაპირისპირებაა. ეს არის დღის წესრიგი, რომელიც ოპოზიციამ თავისი ხელით დაწერა და გამოჭედა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები