“ჰამასის”განცხადებით, ამ დრომდე ვერ ხერხდება ისრაელისთვის 13 მძევლის ცხედრის დაბრუნება, რაც მხარეებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი პირობა იყო.
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) და ეგვიპტიდან მობილიზებული სამძებრო ჯგუფები ისრაელელი მძევლების ცხედრების მოძიების ოპერაციაში ჩაერთნენ.
როგორც ცნობილია, ამჟამად ჯგუფები ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში მუშაობენ.
“ჩვენ ვცდილობთ, მოვიპოვოთ და მივაწოდოთ ისრაელს გარდაცვლილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია, თუმცა მოქმედი სამხედრო ვითარება ამას ართულებს”,— ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
ისრაელის მთავრობის მტკიცებით, “ჰამასს” შეუძლია ცხედრების გადაცემა, თუმცა ამაზე უარს ამბობს და ცხედრების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას მალავს, რაც, ისრაელის მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული გარიგების პირდაპირი დარღვევაა.