ტრამპი: პუტინმა რაკეტის გამოცდის ნაცვლად, ყურადღება უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს

რაკეტის გამოცდის ნაცვლად, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ამერიკის ლიდერი ასე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა გამოცადა ბირთვული ძრავის მქონე რაკეტა „ბურევესტნიკი“.

“იციან, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, მათ სანაპიროსთან ახლოს. რაკეტებს ჩვენც მუდმივად ვცდით, მაგრამ არ მგონია, ამის თქმა პუტინისთვისაც მიზანშეწონილი იყოს. მან ომი უნდა დაასრულოს. ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, ახლა მეოთხე წელია, მიმდინარეობს. სწორედ ამას უნდა მიხედოს პუტინმა, რაკეტების გამოცდის ნაცვლად”,– განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები