ტრამპი ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მალაიზიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, იაპონიაში გაემგზავრა.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მალაიზიაში მან იშვიათი წიაღისეულისა და ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.
“ვტოვებთ მალაიზიას – შესანიშნავ და ძალიან დინამიკურ ქვეყანას. ხელი მოვაწერეთ სავაჭრო ხელშეკრულებებს, შეთანხმებას იშვიათი წიაღისეულის შესახებ. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელი მოვაწერეთ ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას. არავითარი ომი! მილიონობით გადარჩენილი ადამიანი. დიდი პატივია, რომ ეს გავაკეთეთ. ხოლო ახლა იაპონიაში მივემგზავრებით”, – აცხადებს ტრამპი.