გიორგი სოსიაშვილი – ოპოზიციაზე: ძალიან დიდი მარცხი იწვნიეს და ახლა ამ ვიზალიბერალიზაციით ვაჭრობენ
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა.
„როგორც კი დაინახეს, რომ მათი აგენტურული ძალები არიან გაკოტრებულები, მიწასთან გასწორებულები, ძალიან დიდი მარცხი იწვნიეს, ახლა ამ ვიზალიბერალიზაციით ვაჭრობენ, რომ რაღაც ტემპერატურა აწიონ ხალხში და საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება შემოიტანონ. ქვეყნების უდიდესი ნაწილი მოწინააღმდეგეა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი კრახი, სამარცხვინო ნაბიჯი მთელი ამ სივრცისთვის, რასაც ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების ქმედება ერქმევა“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.