დავით მათიკაშვილი: ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი და ზეწოლა ქართველებზე არ მოქმედებს
„რეალურად არ არსებობს არც ერთი ობიექტური ფაქტორი, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოსთან დაკავშირებით ამ პოლიტიკის გამკაცრება მოხდეს,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მცდელობას ევრობიუროკრატიის მხრიდან, მოახდინონ ზეწოლა ქართველ ხალხზე და ქართველი ხალხის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ აამოქმედონ ჩვენი ქვეყანა, რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ. არანაირი შანტაჟი და ზეწოლა არ გადის ქართველებზე. კარგი იქნება, რაც ამას დროულად გაიგებენ, რამეთუ ეს ხელს შეუწყობს, სამომავლოდ ურთიერთობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.