დავით მათიკაშვილი – „ფარას“ კანონპროექტზე: კონკრეტული კონგრესმენები, ევროკავშირის ელჩი და ამით დაინტერესებული სხვა პირები აკრიტიკებენ საქართველოში მიღებულ ამერიკული კანონის ანალოგიას და ზუსტად იგივე პირები, მაგალითად, აშშ-ში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იქ მოქმედი კანონის გამკაცრებას ითხოვენ

“კონკრეტული კონგრესმენები, ევროკავშირის ელჩი და ამით დაინტერესებული სხვა პირები აკრიტიკებენ საქართველოში მიღებულ ამერიკული კანონის ანალოგიას და ზუსტად იგივე პირები, მაგალითად, აშშ-ში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იქ მოქმედი კანონის გამკაცრებას ითხოვენ,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აშშ-ის სენატის მიერ ინიციირებულ „ფარას“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„სრული აბსურდის თეატრია! ის, რაც კარგია აშშ-ში, არის კარგი საქართველოში. ის, რაც კარგია დემოკრატიისთვის, ზოგადად, არის ქართული დემოკრატიისთვის სასარგებლო. არადა, ჩვენ ვხედავთ კონკრეტული კონგრესმენები, ევროკავშირის ელჩი და ამით დაინტერესებული სხვა პირები აკრიტიკებენ საქართველოში მიღებულ ამერიკული კანონის ანალოგიას და ზუსტად იგივე პირები, მაგალითად, აშშ-ში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იქ მოქმედი კანონის გამკაცრებას ითხოვენ. ჩვენთვის საინტერესოა, გავიგოთ, თუ რა კუთხით იქნება გამკაცრება აშშ-ში, რამეთუ ბუნებრივია, ამ კუთხით საინტერესო იქნება ქართული კანონმდებლობის დახვეწა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიციირებულია კანონპროექტი S.3050, რომელიც მიზნად ისახავს 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში“ (FARA) ცვლილებების შეტანას.

როგორც აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ცვლილებები შეეხება ამ აქტით გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნების მოდიფიცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები