გიორგი გაბუნია: აშშ-ში აპირებენ „ფარას“ კანონის გამკაცრებას და სწორედ სენატორი რიში გახლავთ ამ კანონის ინიციატორი

„აშშ-ში აპირებენ „ფარას“ კანონის გამკაცრებას და სწორედ სენატორი რიში გახლავთ ამ კანონის ინიციატორი,“- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ აშშ-ის მიერ „ფარას“ გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს კრიტიკა არის მიუღებელი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებენ აღნიშნული „ფარას“ კანონის გამკაცრებას და სწორედ ის სენატორი, ბატონი რიში გახლავთ ამ კანონის ინიციატორი, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღიურადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის ანტიქართული განცხადებებით. ჩვენ ვხედავთ ამ დამოკიდებულებებს, ვფიქრობ, ქართული საზოგადოება კარგად ხვდება ამ ორმაგ სტანდარტებსა და მსგავს დამოკიდებულებებს ქართული სახელმწიფოს მიმართ“, – აღნიშნა გაბუნიამ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიციირებულია კანონპროექტი S.3050, რომელიც მიზნად ისახავს 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში“ (FARA) ცვლილებების შეტანას.

როგორც აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ცვლილებები შეეხება ამ აქტით გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნების მოდიფიცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები