მედია: პუტინმა აშშ-ში თავისი მომლაპარაკებელი გაგზავნა

რუსეთმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი შეერთებულ შტატებში „ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის“ გაგზავნა.

CNN-ის წყაროების ცნობით, დმიტრიევი აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე დისკუსიების გასაგრძელებლად, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

“ვიზიტი შეერთებულ შტატებში მზარდი იმედგაცრუების ფონზე ხორციელდება, რაც გამოწვეულია კრემლის მიერ უკრაინაში ომის დასრულებაზე უარის თქმით და ტრამპის მიერ რუს დიქტატორთან დაგეგმილი სამიტის გაუქმებით”,- წერს Axios-ი.

შეგახსენებთ, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს, რათა პუტინი აიძულონ, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები