გაერო-ს კრიტიკის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ღაზაში მანდატს მოითხოვს

აშშ აღიარებს, რომ შესაძლოა, ღაზაში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესაყვანად, გაერო-ს მანდატი სთხოვოს- ამის შესახებ უცხოურ მედიაში წერენ.

მედიის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის სკეპტიკურ დამოკიდებულებას გაერო-ს მიმართ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის შექმნაზე მუშაობს, რის შემდეგაც გაერო-ში მიმართვისა და საერთაშორისო მანდატის მიღების შესაძლებლობას განიხილავს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ღაზას სექტორისთვის შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის 20-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს ანკლავში არაბული და მუსლიმური საერთაშორისო ძალების განლაგებას. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ეგვიპტესთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, კატართან , იორდანიასთან, ინდონეზიასა და აზერბაიჯანთან, ძალებში წვლილის შეტანის შესახებ.

როგორც მედია აღნიშნავს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ტრამპმა ორგანიზაციას “დასცინა” და განაცხადა, რომ ის იყენებდა „ცარიელ სიტყვებს“, რომლებიც „ომის საკითხს არ წყვეტს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები