ტრამპმა პუტინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ სანქციების შედეგს 6 თვის შემდეგ ნახავს
6 თვეში შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, მოახდენს თუ არა აშშ-ის სანქციები გავლენას რუსეთზე,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა.
ამ განცხადებით ტრამპი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშა, რომ ამერიკის შეზღუდვები არ მუშაობს და სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.
“მიხარია, რომ ის პუტინი ასე ფიქრობს. ვნახოთ ექვსი თვის შემდეგ“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ამერიკული სანქციები რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ შეეხო.