ბერლინის ერთ-ერთი ცნობილი “დრაგ ქუინის” წინააღმდეგ გამოძიება ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს

გერმანული მედია ბერლინის ერთ-ერთი ცნობილი “დრაგ ქუინის”, Jurassica Parka-ს შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ის ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი “დრაგ ქუინია” — ახლა კი მის მიმართ მძიმე ეჭვი გაჩნდა.

თავდაპირველად გავრცელდა ჭორი, რომ პოლიციამ მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. მოგვიანებით, ბერლინის პროკურატურის პრესსპიკერმა BZ-სთან საუბარში დაადასტურა, რომ: „2025 წლის ივლისის დასაწყისში, ბერლინის პოლიციის თანამშრომლებმა, პროკურატურის დავალებით, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და შენახვის ეჭვის საფუძველზე, ბერლინში, ეჭვმიტანილის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს — მას ბრალად ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება და შენახვა ედება“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოვიდა.

როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და ამ საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია მოქმედებს.

თავად ეჭვმიტანილის ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებდა. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ მისთვის არცერთი ბრალდება არ წაუყენებიათ და არც განაჩენი გამოტანილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები