შეერთებულმა შტატებმა ნარკოტრეფიკინგში ჩართული ნავი დაბომბა – არის მსხვერპლი
საზღვაო ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარ ოკეანეში მცურავ მეორე ნავს დაარტყეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა,- ინფორმაციას ტრამპის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ წყნარ ოკეანეში კიდევ ერთი გემი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, განცხადებით, ორივე ნავი, სავარაუდოდ, საერთაშორისო წყლებში ცნობილ ტრეფიკინგის მარშრუტებზე გადაადგილდებოდა.
“მიტანილი იერიშის დროს, არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა, ხოლო იერიშს ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი სამი პირი ემსხვერპლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკის წინა დარტყმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მიიჩნევა, რომ ორივე ხომალდს საერთაშორისო წყლებში, ცნობილი კონტრაბანდული მარშრუტების გავლით ნარკოტიკები გადაჰქონდა”,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება, საერთაშორისო წყლებში ნარკოტრაფიკში ჩართული ნავების წინააღმდეგ ოპერაციები გააგრძელოს.