უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ მოვკვდებით უკრაინისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ომზე უარს ამბობს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ორბანი აღნიშნავს, რომ ბრიუსელის ბრძანებით ქვეყნის შვილებს სასაკლაოზე არ გაგზავნიან.

“დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუგზავნით შეტყობინებას: უნგრეთი უარს ამბობს ომზე! ჩვენ არ მოვკვდებით უკრაინისთვის. ჩვენ არ გავუშვებთ ჩვენს შვილებს სასაკლაოზე ბრიუსელის ბრძანებით”,- წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები