ევროკავშირმა, უკრაინაში ომის გამო, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი მიიღო.
ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა დღეს გააჟღერა.
სანქციები მოიცავს რუსეთის ფინანსურ სექტორზე, კრიპტოაქტივებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მიმართულ ახალ შეზღუდვებს.
კალასის თქმით, ევროკავშირი ზღუდავს რუსი დიპლომატების გადაადგილებასაც, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის მცდელობებს.