“ვერანაირი სტატუსი ვერ იქნება იმის ინდულგენცია ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირებისთვის, რომ მათ თავი აარიდონ პასუხისგებას” – მათიკაშვილი

“ნებისმიერი სტატუსი, რომელიც შეიძლება, არსებობდეს, როგორი მაღალიც უნდა იყოს ეს სტატუსი, ვერ იქნება იმის ინდულგენცია ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირებისთვის, რომ მათ თავი აარიდონ პასუხისგებას”, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილი აცხადებს.

კერძოდ, მმართველი გუნდის დეპუტატი მაღალი თანამდებობისა და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას აფასებს.

“გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიება გრძელდება. როგორც ვხვდებით, ახალი დეტალები ვლინდება გამოძიების ჭრილში და, ცხადია, კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ნებისმიერი სტატუსი, რომელიც შეიძლება არსებობდეს, როგორი მაღალიც არ უნდა იყოს ეს სტატუსი, ვერ იქნება იმის ინდულგენცია ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირებისთვის, რომ მათ თავი აარიდონ პასუხისგებას. ამიტომ, საბოლოო საგამოძიებო მოქმედებების შედეგი არის ძალიან საინტერესო”, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები