“ჩვენს ქვეყანაში აგენტურის მეოხებით წაქეზებული რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, იძალადოს თბილისის მილიონზე მეტ მოსახლეზე” – გორდულაძე

“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბიუროკრატისგან და ჩვენს ქვეყანაში აგენტურის მეოხებით წაქეზებული და შეგულიანებული, რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, იძალადოს თბილისის მილიონზე მეტ მოსახლეზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ეს კანონდარღვევაა.

“ეს არის კანონდარღვევა, მიუღებელი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ამიტომაც არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს რეაგირება მოახდინოს, რათა დაიცვას სხვათა უფლებები”, – აცხადებს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები