ირაკლი კობახიძე – საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით, სანდო პოლიტიკითა და ძლიერი ინსტიტუტებით მხარდაჭერილი ქვეყანა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, მინიმალური ბიუროკრატიითა და ეფექტური საბაჟო მომსახურებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ბიზნესოპერაციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე – Georgia – Nexus For Investment – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას.

„რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით, სანდო პოლიტიკითა და ძლიერი ინსტიტუტებით მხარდაჭერილი ქვეყანა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, მინიმალური ბიუროკრატიითა და ეფექტური საბაჟო მომსახურებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ბიზნესოპერაციებს. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში უმაღლეს მაჩვენებლებზეა გასული. ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის კავშირთან, დსთ-სთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად, საქართველო 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს.

ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლანდშაფტი მრავალფეროვანი და სტაბილურია და მოიცავს ისეთ ძირითად სექტორებს, როგორიცაა ფინანსური სერვისები, ენერგეტიკა, წარმოება, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ამ მიღწევის ასახვაა ის, რომ საქართველო პირველად იქნა აღიარებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ წარმოებული „მარეგულირებელი შეზღუდვების არმქონე ქვეყნების ინდექსში”, 80-ზე მეტ ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა და გამოირჩევა ინვესტიციებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკით. ეს დივერსიფიკაცია, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასთან და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ქვეყანას ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის რეგიონულ ცენტრად აქცევს.

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას. კვლავ ღია ვართ ძლიერი, მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, რათა წინ წავწიოთ მდგრადი ზრდისკენ მიმართული საერთო მიზნები”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები