რუმინეთსა და უნგრეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში აფეთქებები მოხდა, რომლებსაც რუსეთთან კავშირი აქვთ,- ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
უნგრეთის შემთხვევა მოხდა ქალაქ სასჰალომში მდებარე საწარმოში, სადაც აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების მიზეზს იძიებენ.
რამდენიმე საათის შემდეგ, მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა რუმინეთში, პლოეშტის მახლობლად არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ოფიციალური ცნობით, იქაც არიან დაღუპულები და დაშავებულები, ხოლო ხანძარი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ორივე ქვეყანაში საგანგებო სამსახურები სწავლობენ შესაძლო ტექნიკურ გაუმართაობას ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, როგორც აფეთქებების სავარაუდო მიზეზებს.
რუსული ნავთობი კვლავ რჩება მოსკოვის შემოსავლის მთავარ წყაროდ უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის.
როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად ევროკავშირის მცდელობისა, სრულად შეწყვიტოს რუსული ენერგომომარაგება , რამდენიმე წევრი სახელმწიფო კვლავაც იღებს ნავთობს.
რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მიერ ბოლო დროს განხორციელებული დარტყმების გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ინციდენტი განზრახ ქმედება იყო.