“ევროპული ფონდებიდან დახარჯული თანხები საქართველოში ნაცისტური, ფაშისტური განცხადებებისა და სიცრუის კამპანიისთვის იხარჯება” – გორდულაძე
“სამწუხაროდ, ევროპული ფონდებიდან დახარჯული თანხები საქართველოში ნაცისტური, ფაშისტური განცხადებებისა და სიცრუის კამპანიისთვის იხარჯება. კარგია, რომ კითხვები ჩნდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
როგორც ის ამბობს – ლეგიტიმური კითხვაა, რაში იხარჯება გერმანელი ხალხის მიერ გადახდილი ფული.
„იმ საკითხებზე კითხვები გერმანიაშიც გაჩნდა, რომელიც არაერთხელ ვამხილეთ. ელჩი პირდაპირ გადაქცეულია პარტიულ წევრად და ის გაიწვიეს. ლეგიტიმური კითხვაა, რაში იხარჯება გერმანელი ხალხის მიერ გადახდილი ფული. სამწუხაროდ, ევროპული ფონდებიდან დახარჯული თანხები საქართველოში ნაცისტური, ფაშისტური განცხადებებისთვის და სიცრუის კამპანიისთვის იხარჯება. კარგია, რომ კითხვები ჩნდება. ეს ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ უნდა დამარცხდეს. გერმანიაში დარწმუნებული რომ იყვნენ, საქართველოში თანხები პროექტების დაფინანსებისთვის იხარჯება, მაშინ მთავრობას არც ამ კითხვებით მიმართავდნენ. დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ საქართველოში თანხების ბრუნვა შავი მიზნებისთვის და არამეგობრული კამპანიების წარმოებისთვის ხდება, რაც, სამწუხაროდ, ვნახეთ. ამაში ჩართული იყო დიპლომატი, რომელსაც დიპლომატის ყველანაირი სახე დაკარგული ჰქონდა“, – ამბობს გორდულაძე.