კირცხალია – პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე: სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, ტექნიკური დეტალებია დარჩენილი

“სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, ტექნიკური დეტალებია დარჩენილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

აღნიშნულით ის პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.

„სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. უახლოეს დღეებში სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოებას ექნება კიდევ ერთხელ ჰქონდეს შესაძლებლობა, იმის დაგვირგვინება იხილოს, რასაც პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. გახსოვთ რა მძიმე დასკვნა მომზადდა საგამოძიებო კომისიის შემდეგ, რომელზეც აგებულია ძალიან მყარი სარჩელი, რომელიც უახლოეს დღეებში შევა სასამართლოში. რაც შეეხება იმას, რომელი პარტიები იქნებიან სარჩელში, ამას მალე შეიტყობთ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები