ირაკლი კირცხალია: სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად

,,სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი აგენტები არიან.

„სალომე ზურაბიშვილი და მისნაირები რომ არ დაიცავენ თავისი ქვეყნის ინტერესს, ამაში ახალი არაფერია. ესენი არიან ჩვეულებრივი აგენტები. არ მგონია სერიოზული კომენტარი გავაკეთო სალომე ზურაბიშვილმა რა მისწერა მინისტრებს.

​რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ რაღაც სანქციებით ვერავის შეაშინებენ. ეს არის მათ ხელში შანტაჟის იარაღი და შანტაჟი არის მათი ბუნებრივი სახე“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები