“სადაც 30-40-50 ადამიანი ძლივს იკრიბება, იქ, რა თქმა უნდა, ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ ტროტუარზე დგომით” – ლევან მაჭავარიანი
“სადაც 30-40-50 ადამიანი ძლივს იკრიბება, იქ რა თქმა უნდა, ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ ტროტუარზე დგომით”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
„როგორც დემონსტრაციულად დაავალეს კანონის დარღვევა გარე უფროსებმა რადიკალური ოპოზიციური ლიდერების სპექტრს და ისინი თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომ შემდეგ მეტი საინფორმაციო ხმაური ყოფილიყო, ზუსტად ანალოგიურს ვადევნებთ ახლა თვალყურს. სადაც 30-40-50 ადამიანი ძლივს იკრიბება, იქ, რა თქმა უნდა, ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ ტროტუარზე დგომით“, – განმარტა მაჭავარიანმა.