მათიკაშვილი – პარლამენტში გახარიას პარტიის შესვლაზე: შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რაიმე ფორმით – ან საქმის, ღირსების კუთხით საკანონმდებლო ორგანოს რაიმეს შემატებენ
“პროგნოზირებადიც იყო ეს ამბავი”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას.
როგორც მათიკაშვილი ამბობს, მათ “თითი თითზე არ დაუდიათ საკანონმდებლო მუშაობისთვის წინა მოწვევების პარლამენტში”.
“რა გითხრათ – ჩვენ გვინახავს როგორც გახარიას პარტიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ისე – კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ყველა დანაყოფის. თითი თითზე არ დაუდიათ, რეალურად საკანონმდებლო მუშაობისთვის წინა მოწვევების პარლამენტში. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რაიმე ფორმით – ან საქმის, ღირსების კუთხით საკანონმდებლო ორგანოს რაიმეს შემატებენ,” – აცხადებს მათიკაშვილი.