მედია: ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტს 50%-ით ამცირებს

აშშ-მა და ინდოეთმა ნაყოფიერი მოლაპარაკებები ჩაატარეს, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ინდოელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსული ნავთობის იმპორტს 50%-ით შეამცირებენ,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

ინდური წყაროები, რომლებზეც Reuters-ი საუბრობს, მიუთითებენ, რომ შემცირება ჯერ არ დაფიქსირებულა. მათი ვარაუდით, ნებისმიერი შემცირება შესაძლოა დეკემბრის ან იანვრის იმპორტის მონაცემებში გამოვლინდეს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პირობა მისცა, რომ რუსულ ნავთობს აღარ იყიდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები