გიორგი ვოლსკი: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ექსტრემიზმის განვითარებისაკენ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ექსტრემიზმის განვითარებისაკენ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
“ჩამოდის, აგერ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოველგვარი მანდატის გარეშე ეუთო-სგან და აკეთებს ამ პოლიტიკურ დემარშს – ექსტრემიზმის განვითარებისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ასე რომ, ის ფინელიც გავიხსენოთ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, რომელიც გამოვიდა და ობიექტურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე პროცესები და არჩევნები, რა უქნეს, როგორ გადაუარეს. ასე რომ, დასკვნები უნდა გავაკეთოთ მოცემული ფაქტებიდან“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.