„ღობის თემით სპეკულირება არის ნიშანი იმისა, რომ ყველანაირი არგუმენტი გამოეცალათ” – გია ვოლსკი
„ღობის თემით სპეკულირება არის ნიშანი იმისა, რომ ყველანაირი არგუმენტი გამოეცალათ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ “კოჰორტაში ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი დემაგოგიით.”
”მაგრამ უნიათობა რეალურად, მაგალითია იმისა, თუ რამდენად ბოროტი გეგმა დევს ამ მოქმედებების უკან – რევოლუცია, ექსტრემიზმი, დესტაბილიზაციის მცდელობა და ამის ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.