“სასაკლაოზე ვიყავით” – პალესტინელები ისრაელის ციხეზე საუბრობენ
ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები აცხადებენ, რომ პატიმრობის პერიოდში ისინი ფიზიკური ძალადობისა და დამცირების მსხვერპლნი გახდნენ.
ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა ისრაელის ოფერის ციხეს „სასაკლაო“ უწოდა.
ისრაელის სასჯელაღსრულების სამსახურმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პატიმრებს მიმართ ძალადობა არ ყოფილა და რომ პირობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
შეგახსენებთ, ისრაელმა ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის ფარგლებში თითქმის 2000 პატიმარი გაათავისუფლა.