საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს მორიგი საქველმოქმედო ღონისძიებით ესტუმრნენ და ცენტრი საჭირო ინვენტარით უზრუნველყვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს გამათბობლები გადაეცა.
ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.