სუს-მა ტელეკომპანია „იმედის“ მიმართვის საფუძველზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „იმედმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის მაუწყებლობა „დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები