“ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟი” – ტრამპი ომის დასრულებას ისრაელის პარლამენტში აფასებს
„ეს ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია“, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელსაც „განსაკუთრებული გამბედაობის მქონე ადამიანი“ უწოდა.
ტრამპმა, ასევე, მადლობა გადაუხადა არაბულ ქვეყნებს, რომლებმაც მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს. მისი თქმით, ეს „წარმოუდგენელი ტრიუმფია“, რომელიც მათ ერთად გამოუვიდათ.
“ხანგრძლივი და მტკივნეული კოშმარი დასრულდა, როგორც ისრაელელი ხალხისთვის, ასევე პალესტინელებისთვის.
ახლა ეს იქნება ისრაელის “ოქროს ხანა” და ასევე “ოქროს ხანა“ მთელი რეგიონისთვის.
ერთად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მშვიდობა არ არის მხოლოდ იმედი, რომელზედაც შეგვიძლია ვიოცნებოთ, ეს არის რეალობა, რომელიც შეგვიძლია, დღითიდღე ვაშენოთ.
ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ მემკვიდრეობა, რომლითაც ამ რეგიონის ყველა ადამიანი იამაყებს. მეგობრობის, თანამშრომლობისა და კომერციის ახალი კავშირები გაერთიანდება”,- განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.