ნეთანიაჰუ – “რამდენი ხანია, ამ მომენტს ველოდები”
“რამდენი ხანია, ველოდით ამ მომენტს, მინდა, პირადად მადლობა გადაგიხადოთ მთელი ერის სახელით”,- ასე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პარლამენტში, ქნესეთში, სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ისრაელისადმი წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის და იმ „გაბედული გადაწყვეტილებებისთვის“, რომლებიც მან ზაფხულის დასაწყისში, ირანთან 12-დღიანი კონფლიქტის დროს მიიღო.
როგორც ცნობილია, ივნისში აშშ-მა ირანის სამ ბირთვულ ობიექტს დაარტყა.
„დონალდ ტრამპი – ის არის ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს თეთრ სახლში როდისმე ჰყოლია.
მე ამ მშვიდობის ერთგული ვარ, თქვენც ამ მშვიდობის ერთგული ხართ და ერთად ჩვენ ამ მშვიდობას მივაღწევთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ, რასაც პალატაში „ტრამპის“ სკანდირება მოჰყვა.
ამასთან, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი აზრით, ტრამპის ლიდერობა ისრაელს არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმარება.