სამხრეთ აფრიკაში სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა – დაღუპულია 42 ადამიანი

სამხრეთ აფრიკაში, მთიან გზაზე, სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც, 42 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავდა 50-მდე მგზავრი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ მწუხარება გამოთქვა დაღუპულებზე, რომელთა შორის შვიდი ბავშვია. მისი თქმით, ეს ტრაგედია იყო არა მხოლოდ მათი ქვეყნისთვის, არამედ “დაძმობილებული სახელმწიფოებისთვისაც – ზიმბაბვესა და მალავისთვის“.

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები