ებრაულენოვანი მედიის ცნობით, “ჰამასის” მიერ დაკავებული ბოლო 13 ცოცხალი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა.
მათივე ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ამჟამად “ჰამასის ხელში ცოცხალი მძევლები არ არიან.
ისრაელის თავდაცვის ძალების ან წითელი ჯვრის მხრიდან გადაცემის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ტერორისტული დაჯგუფების ხელში კიდევ 28 მძევლის ცხედარი რჩება, რომელთაგან ზოგიერთის ისრაელში გადაყვანა დღეს იგეგმება.