ტრამპი ისრაელშია

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Air Force One-ით ისრაელში დაეშვა, სადაც, სავარაუდოდ, ის ეგვიპტეში ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო სამიტზე მონაწილეობამდე, სწრაფ ვიზიტს განახორციელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და აშშ-ის ელჩი ისრაელში მაიკ ჰაკაბი ბენ გურიონის აეროპორტში ტრამპს დახვდნენ.

ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ, განაცხადა, რომ „სიურეალისტურია“ აქ ყოფნა, როდესაც დღეს დილით მძევლების პირველი ჯგუფი გაათავისუფლეს.

„ეს ისეთი მომენტია, როგორიც მთვარეზე დაშვებაა, როდესაც დრო იყინება, როდესაც ამ ისტორიულ მომენტს ვუყურებთ“, – თქვა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ტრამპს ქნესეთში, მის ოფისში შეხვდება, რის შემდეგაც ისინი მძევლების ოჯახებს შეხვდებიან. მედის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ტრამპი მოკლე ვიზიტის დროს ქნესეთის წევრებს სიტყვით მიმართავს.

ტრამპის ვიზიტი, სავარაუდოდ, ოთხ საათამდე გაგრძელდება, რაც მას დიპლომატიურ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მოკლე ვიზიტად აქცევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები