უკრაინამ ორ სოფელზე კონტროლი დაიბრუნა
“ვრცელდება ცნობები, რომ მტერმა მასშტაბური შეტევა დაიწყო ერთდროულად სამი ფრონტის ხაზზე და ჩვენი ჯარების შეჩერებას ცდილობს”,- ამის შესახებ რუსული მედია წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინის ჯარები ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ.
მედიის ცნობით, სულ მცირე, ორი ახალი ბრიგადა, რომლებიც ადრე სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში მეორე ხაზზე იყვნენ განლაგებულნი, სასწრაფოდ განლაგდა პოკროვსკში. რუსული მხარის ინფორმაციით, ზეწოლისა და მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, ჯარები უკან იხევენ და პოზიციებს ტოვებენ.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით,კი მათ ზაპოროჟიეს ოლქის კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს და წინ 3,5 კილომეტრით წაიწიეს.
პარალელურად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინის ექვს რეგიონში სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელეს. დარტყმა მიაყენეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებს.