გორდულაძე – “მეგობარ აქტზე” – მტრულ აქტზე უარის თქმა – ესეც პოზიტიური ნაბიჯია, ის ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო შეთავაზებული ამერიკის ხელისუფლებისთვის
“მტრულ აქტზე უარის თქმა – ესეც პოზიტიური ნაბიჯია, ის ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო შეთავაზებული ამერიკის ხელისუფლებისთვის”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას” იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სენატში ე.წ. მეგობარი აქტის ჩავარდნის ფაქტზე საუბრისას განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვართ ღია, კონკრეტულ ნაბიჯებზე შევთანხმდეთ, რომელიც საბოლოო ჯამში, ურთიერთობების თვისობრივ გაჯანსაღებამდე მიგვიყვანს. ეს არის ჩვენი სურვილი, ეს არის ჩვენი პოზიციაც. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ყველას წინაშე, რომ დიახ, ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარია, რომ თანმხვედრი ნაბიჯებიც იყოს გადადგმული“, – განაცხადა გორდულაძემ.