ლევან მაჭავარიანი – 4 ოქტომბრის აქციაზე: ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი ძალადობდა იმ დღეს და ცდილობდნენ, რომ შტურმით აეღოთ პრეზიდენტის სასახლე – რა თქმა უნდა, ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება მიმდინარეობს
„ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი ძალადობდა იმ დღეს და ცდილობდნენ, რომ შტურმით აეღოთ პრეზიდენტის სასახლე – რა თქმა უნდა, ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება მიმდინარეობს,“- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა დაკავებულთან მიმართებით არსებობს ვიდეოჩანაწერი.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი ძალადობდა იმ დღეს და ცდილობდნენ, რომ შტურმით აეღოთ პრეზიდენტის სასახლე. რა თქმა უნდა, იდენტიფიცირება მიმდინარეობს ყველა ამ ადამიანის. ამაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ იდენტიფიცირება იქნებოდა გაცილებით მარტივი, ვიდრე წინა შემთხვევებში და შესაბამისად, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, აბსოლუტურად ყველა იქნება დაკავებული. აქაც მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ ეს დაკავებები ხორციელდება მტკიცებულების ძალიან მაღალი ხარისხით, ძალიან მაღალი სტანდარტით და ფაქტობრივად, ყველა დაკავებულთან მიმართებით არსებობს ვიდეოჩანაწერიც”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.