„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ლგბტქ+ სტრატეგიას „დიფ სთეითის“ პროპაგანდა ევროკავშირში „პიროვნების თავისუფლების“ საფარქვეშ გაყიდის – ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში გავრცელდება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ევროკავშირის მიერ 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგიის მიღებას ეხმიანება.

განცხადებაში საუბარია, აშშ-ში ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ლგბტ პროპაგანდის შემცირებასა და უკანა პლანზე გადაწევაზე, რის მიუხედავადაც კითხვის ნიშნები მაინც რჩება ეს უბრალოდ ილუზია ხომ არაა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი, სადაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე ლგბტ პროპაგანდა ზენიტში იყო აყვანილი, სადაც ყველა, ვინც ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა – არათუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებოდა, გვერდზე გადადო მსგავსი თემები. მართალია, ჯერ კვლავ ამოცანად რჩება ჩვენთვის – ეს არის “დიფ სთეითის” მოდერნიზაციის მცდელობა თუ პრეზიდენტი ტრამპი რეალურად ებრძვის არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ში დღეს ლგბტ თემატიკა მაქსიმალურად უკანა პლანზეა გადასული.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების თანახმად, ევროკავშირში „დიფ სტეიტი“ ახალ ეტაპზე გადადის და იწყებს ღია ზეგავლენას საზოგადოების ცნობიერებაზე.

„ევროკავშირში კი, როგორც ვხედავთ „დიფ სთეითის“ ეს მახინჯი იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას. ლგბტქ+ სტრატეგია, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, პირველად და უკვე ღიად ითრევს ბავშვებს სქესის შეცვლის ხაფანგში, რასაც ცხადია, „დიფ სთეითის“ პროპაგანდა ევროკავშირში „პიროვნების თავისუფლების“ საფარქვეშ გაყიდის. გარდა იმისა, რომ ეს სტრატეგია ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ბავშვების მომავალს, ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში გავრცელდება“,- ვკითხულობთ „ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები