„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიაზე: ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში – წარმოუდგენლად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან

“გუშინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია, რომელსაც ხელს აწერს ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუმცა ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ მისი ავტორი მხოლოდ ევროკომისიის მარიონეტი პრეზიდენტია. ეს დოკუმენტი პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის,” – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში ვკითხულობთ.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი სტრატეგია არის „მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში“.

„უფრო კონკრეტულად, სტრატეგიის მიხედვით არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ამასთანავე, სტრატეგია ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოზიციაა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აქამდეც ნათელი იყო საზოგადოებისთვის, აღნიშნული სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები