ამირან სალუქვაძე: ეჭვი მეპარება, რომ ევროკავშირის ინტერესებში იყოს ისეთი ურთიერთობები, რაც საქართველოს მიმართ დღესაა

,,ეჭვი მეპარება, რომ ევროკავშირის ინტერესებში იყოს ისეთი ურთიერთობები, რაც დღესაა”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს წლების განმავლობაში უსამართლოდ ექცეოდა.

„უნდა შეიცვალოს მათი მიზნები და გეოპოლიტიკური ვითარება და სანამ უკრაინაში ომი მძვინვარებს, სანამ საქართველოსთან მიმართებით არის ის ინტერესები, რა ინტერესებიც ჰქონდათ – ეს არ მოხსნილა. როცა ეს მოიხსნება და შეეცვლებათ დამოკიდებულება, შესაძლოა, რაღაც პოზიციები შეიცვალოს.

როცა ვიაზრებ, თუ როგორ უსამართლოდ მოიქცნენ წლების განმავლობაში, რა განცხადებები გააკეთეს, რა რეზოლუციები მიიღეს, რას გვიპირებდნენ საერთოდ, ხომ ვიცი – პირადად ერთმა ადამიანმა ვიცი და საკმაოდ ღრმად ვარ ჩახედული.

მე ეჭვი მეპარება, რომ ევროკავშირის ინტერესებში იყოს ისეთი ურთიერთობები, რაც დღესაა“, – განაცხადა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები