ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს თაღლითობის მუხლით ბრალდებები წაუყენეს

ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს საბანკო თაღლითობის მუხლით ფედერალური ბრალდებები წაუყენეს.

მედიის ცნობით, საქმე ბინის იპოთეკასთან დაკავშირებულ თაღლითობას ეხება.

გამოძიების ვერსიით, ჯეიმსმა, 2020 წელს, ვირჯინიაში, უძრავი ქონების შეძენისას, იპოთეკური სესხის ფორმირებისას არასწორი მონაცემები მიუთითა. კერძოდ, ქონება „მეორად საცხოვრებლად“ გამოაცხადა, მაშინ როცა რეალურად იგი იჯარით გააქირავა.

ლეტიცია ჯეიმსის ადვოკატებმა ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს და განაცხადეს, რომ გენერალური პროკურორი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„ეს არის მცდელობა, დისკრედიტაციის მეშვეობით დაასუსტონ პროკურორი, რომელიც არაერთ რეზონანსულ საქმეს იძიებს,“ – განაცხადეს ჯეიმსის იურიდიულმა წარმომადგენლებმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯეიმსს შესაძლოა, 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები