თეთრი სახლი ნობელის კომიტეტს აკრიტიკებს
თეთრმა სახლმა გააკრიტიკა ნობელის კომიტეტი, რომელმაც ვენესუელას მთავარი ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო , 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელად აირჩია.
როგორც უცხოური მედია წერს, ეს არის აღიარება, რომლისთვისაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იბრძვის და დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მას ეს პრემია „რვა ომის დასრულებისთვის“ ეკუთვნის.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპი მშვიდობის ხელშეწყობის მცდელობებს გააგრძელებს.
“პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს სამშვიდობო შეთანხმებების დადებას, ომების დასრულებას და სიცოცხლის გადარჩენას. მას ჰუმანური გული აქვს და ვერასდროს იარსებებს მისნაირი ადამიანი, ვისაც თავისი ძალით მთების გადაადგილება შეუძლია“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნგმა სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნობელის კომიტეტი “პოლიტიკას მშვიდობაზე მაღლა აყენებს”.
თავად ტრამპს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც უცხოური მედია წერს, დიდი ალბათობით, მისგან გაბრაზებული პოზიციაა მოსალოდნელი.